↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ო, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს"

ბედიანიძე დალილა

2026-07-181 წთ საკითხავი2483 ნახვა

—
ო, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თორემარ გვიფრთხილდება არც ერთს ცხოვრება.იმას გავწირავთ და იმას ვტოვებთ,ვინც არასოდეს მიგვატოვებდა.ო, გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამცხოვრება მიდის, როგორც მზე-შინა,თორემ ერთხელაც ის ქალიც წავა,რომელიც ქვეყნად ყველას გერჩივნათ.ო, გავუფრთხილდეთ წუთებს და წამებს,სანამ გვამშვენებს ეშხი და რიხი.არ დაბრუნდება, არ დაბრუნდებაწამი, რომელიც სიცოცხლედ გვიღირს.ო, გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვააის, რითაც გული კვდება თუ ფეთქავს.სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება,რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა.ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, რადგანარ გვიფრთხილდება არც ერთს ცხოვრება...სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ,ვინც არასოდეს მიგვატოვებდა.
ბედიანიძე დალილა

ბედიანიძე დალილა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი