↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩემი ბავშვობის მეკარევ, ისევ შენ მოგადექი

ბედიანიძე დალილა

2009-08-121 წთ საკითხავი2474 ნახვა

—
ჩემი ბავშვობის მეკარევ, ისევ შენ მოგადექი,
შენ მოგადექი სულის ტკივილით.ბიმ-ბომ! დავრეკოთ ბავშვობის კარზე,იქნებ გაგვიღონ, იქნებ შეგვიშვან.იქნებ თავიდან დავიწყოთ ეს გზა.ბიმ-ბომ! რამდენ რამეს შევცვლიდით.ბიმ-ბომ! როგორ გავიხარებდით...და შენთან ერთად მინდა, იქ ვიყო,ბავშვობის წმინდა ქვეყანაში და ვითამაშოთ.შენზე უფრო ახლობელი აბა, ვინ დამრჩა,შენზე უფრო ვის ვენდობი!ბიმ-ბომ! გირეკავ ბავშვობის კარზეჩემი ბავშვობის მეკარევ და გამიღე კარი!გპირდები, კარგად მოვიქცევი, ბევრს არ ვიცელქებ.აქეთ, დიდების ქვეყანაში ყოფნა მომბეზრდადა ბავშვობაში დაბრუნება მომენატრა.შემომიშვი შენს თვალებში,შემომიშვი შენს ხელებში,მიმიშვი ბურთთან, შენს კომპიუტერთან... ვითამაშოთ.ჩემი ბავშვობის მეკარევ, ისევ შენ მოგადექი,შენ მოგადექი სულის ტკივილით.ბიმ-ბომ! ო, ბიმ-ბომ! გამიღე კარი!დიდები სულ სხვას თამაშობენ.ერთი კარგი თამაში მომენატრა!
ბედიანიძე დალილა

ბედიანიძე დალილა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი