↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გულს ზაფხულის ხვატი უტევს

ბედიანიძე დალილა

2009-08-121 წთ საკითხავი2475 ნახვა

—
გულს ზაფხულის ხვატი უტევს -აღარა ვართ ბავშვები.ბუტე-ბუტე, გაგებუტე,აღარ გეთამაშები.
დანგრეულა ჩვენი ბუდე,ვინ გაიგებს, რას ვშვრებით.ბუტე-ბუტე, გაგებუტე,აღარ გეთამაშები.
ჰაერბურთი დაიჩუტადა მიწყნარდა ტაშები.ბუტე-ბუტე, გაგებუტე,აღარ გეთამაშები.
შენც ბუტია, მეც ბუტია,აბა, რა შეგვარიგებს.მივყვეთ დედამიწის ტრიალს,ვენდოთ ღვთისა ტარიგებს.
ჯერ კი ამ გულს სევდა უტევს,თვალზე ცრემლო არ შრები -ბუტე-ბუტე, გაგებუტე,აღარ გეთამაშები.
მიდის მტკვარი მობუტბუტედა ტალღების მარშები...ბუტე-ბუტე, გაგებუტე,აღარ გეთამაშები!
ბედიანიძე დალილა

ბედიანიძე დალილა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი