↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქაღალდის ნავი

ქელეხიძე ნანა

2013-06-121 წთ საკითხავი2776 ნახვა

—
სუფთა ფურცელი მაგიდაზე.
რაღა დავწერო?ვკეცავ.ჩრდილოეთისკენ.დიაგონალზე-მარცხნივ და მარჯვნივ.სამხრეთისკენ და…გულისკენ და…თითები ფრთხილად დასრიალებს ნაწიბურებზე,როგორც შენს მხრებზედა მახსენდები...თეთრი ნავები ბრუნდებიანო-შევაცურებ ჰაერში დამეჰაერის ჯიუტ ცოლივით დავეყრდნობი მორყეულ რაფას…რა ჰაერის ზღვა, ან თეთრი ნავი,ფურცლის პატარა ნაგლეჯია,მარჯნის რიფივით გამოედო ნაძვის ხმელ ტოტებსდა...ჩაიძირა...ერთი…ორი…უსასრულობა…დედაშენი.მე.თავზე მანდილი წაიკრა.ჩაი დამალევინეო ჩემი საყვარელი ჭიქით.გადავაბრუნე მთელი სიზმარი და ვერ ვიპოვე ის ჭიქა.
შენს სოფელში ალბათ ბნელი ღამეები იცის-
რა დაგაბრუნებს…

ქელეხიძე ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი