↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღიმილის მიმიკა

ქელეხიძე ნანა

2013-06-121 წთ საკითხავი2775 ნახვა

—
რატომღაც ტუჩებთან დამჩემდა მარტივიმიმიკა-ზერელე ღიმილის ფართობი,სულ უფრო იოლად დარდს ნერვებს ვატოვებ,სულ უფრო ადვილი მგონია დათმობაყველაფრის-სიცოცხლის,მზისა და ხეების,-(ნატვრის და არც ისე-ხეების უბრალოდ...)ახლა რომ გზის პირას მაწვდიან ხელებს დამე მაინც ბავშვივით ჯიუტად უბრად ვარსეზონთან სიშორის,დუმილის,დათმობის,ჟინის და კამათის...ჯინის და ლამფებისმე ახლა ჩაფშვნილი შუშებიც მართობენდა ჩამქრალ გრძნობებსაც წვიმებით ვამართლებქალაქში,რომელსაც ყოველი ამინდი,ჰგონია კალენდრის მორიგი ფურცელი,რომელშიც გამქრალი მზერებით დადიან,სიბრმავეს მიწისფერ სათვალეს ურჩევენ,კვლავ შიშველ თვალებით წვიმაში უქოლგოდვდგავარ დატკივილიც შენსავით მივიწყებსდა ტუჩებს სულ უფრო იოლად ვუხამებ,მორგებულ ღიმილის ურთულეს მიმიკას.

ქელეხიძე ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი