პოეზია · ლირიკა
ხმა სამარიდამ
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
ხმალი გალესე, ძმობილო,მტერი გადმოდგა მთაზედა:აგვიოხრებენ ქვეყანას,დაგვეცემიან თავზედა.გალესე, ისე გალესე,პირს იკიდებდეს თმაზედა.მადლია, კიდევ ეღირსოსგორდას მტრის სისხლი ფხაზედა!აგერ მოდიან წყეულნიმწყობრად, უშიშრად გზაზედა.საცაა, თოფი იჭექებს,კვამლი შაჯდება კვამლზედა...აგვიოხრებენ ქვეყანას,დას ატირებენ ძმაზედა!..გალესე, კარგად გალესე,არ ილეოდეს ძვალზედა.უფლის კურთხევა ანთიასამშობლოს მცველის ფარზედა...თამარ-დედოფლის ნაკოცნიბეჭდად უსვია ხმალზედა.მხნედ იყავ, ძმაო, ნუ ჰკრთები,ნეტავ ყოყმანობ რაზედა?ერთხელ სჯობია სიკვდილიშავს ყოფნას ქვეყანაზედა!
1893 წ.