↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირმშო

ჯავახიშვილი თამარ

2021-06-121 წთ საკითხავი977 ნახვა

—
მე შენ გასწავლი მზის ყველა სახელს.მე შენ გაგიშვებ მზის იალაღზე,განა ზღაპარში, –ჩვეულებრივი ქალაქის გარეთ,ადამიანურ, წმინდა ბალახზე...შენ გაიხარებ, –ჩემი სულის და სიცოცხლის ერთა...მოგეწონება მიწა და წყალი,შეგიყვარდება ზეცა და მთვარედა მეტყვი: – `მთვარე რა ლამაზია,დედიკო, მთვარე ვინ გააკეთა...~შევკრთები, თრთოლვით დავაკვირდებიმე შენი სულის პირველ გახელას...ღმერთო, ძლიერო, მადლობელი ვარ...შემინდე, ღმერთო, ბედნიერება ჩემი, ამხელა.

ჯავახიშვილი თამარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი