↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ჟინვალი"

ჯავახიშვილი თამარ

2021-06-121 წთ საკითხავი973 ნახვა

—
ჟინვალი... თვალი დაღონებულა,დაღონებულა ფიქრი და ხელი...ამ ნაუცბათევ საძმო სუფრაზემე მაგონდებით, მე თქვენ გხედავთ,გურამ და ნოდარ...აი, მოდიხართ ღამით ფშავიდან,ზურგჩანთებს თქვენსას,ქოჩრებს, ტანსაცმელს,უცებ შემოაქვს დუქანში ქარის,არაგვისა და მთების სურნელი.თქვენ გინდათ მხოლოდ წყურვილის მოკვლა,მაგრამ არა აქვს დახლიდარს ლუდიდა სტოვებთ დუქანს უხმოდ,მაგრამ თავაზიანად...მიწყდა ხმა მძიმე ფეხსაცმელების...გარინდებული შევცქერი კედლებს,უცხო კაცს,ვისმა შემოსვლამაც ჭრილობა გახსნა...წითელი ღვინო... ძველი ხელადა...ხინკლის ლანგარი მსუბუქი ორთქლით,ქართული ყველი.მწვანილი და კეთილი პური...ნეტავი, თქვენთან მაზიარა,ძმებო, პურ-მარილს,ნეტავი, თქვენი გამაგონა ხმა, ან დუმილი, _ანდა ეს წამიც გარდასულში ყოფილიყო,მერე მეამბნა, – გიგონებდით-მეთქი იმ ღამეს,რანი ხართ-მეთქი,რომ უთქვენოდ ლუკმას ვერა ვტეხთ...

ჯავახიშვილი თამარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი