↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თებერვალი

ჯავახიშვილი თამარ

2021-06-121 წთ საკითხავი979 ნახვა

—
საღამოს ბინდში,სილურჯეში მოვიდა თოვლი,უცხო სიმშვიდით გადააბა ყოველი ხაზი,ყველა ხე და წკირი ყოველი.ასეთი თოვლი – უწყინარი ბუნების მადლი,თეთრი რტოები, მავთულები, ლიანდაგებიჩვენ გვაშორებდნენ დიდხანს და დიდხანსკილომეტრების გაუვალი ათასეულით.და, რა ვიცოდი, არაფერი, ბავშვობის გარდა...შენი სახელიც არ ვიცოდი...დღეს კი, –მორჩილად განაბული დედაქალაქიფიფქების ჭერქვეშ,და სინათლე ჩვენი ფანჯრიდან...შორიდან ვხედავ,შინ მოვდივარ, როგორც სტუმარი,სტუმარი შენი მოგონებების...ამაოდ დაშვრა ქარიშხალი,თუმც საკმარისი იქეიფა, როგორც უნდოდა...შენი წარსული, დაძაბული, ყალყზე შემდგარი,ყელში ბურთივით გაჩრილი მაქვს...და ვითომ თოვლი,ვითომ მხოლოდ თოვლი მაღელვებს...

ჯავახიშვილი თამარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი