↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთებში

ჯავახიშვილი თამარ

2021-06-121 წთ საკითხავი975 ნახვა

—
მხოლოდ შუადღეადა გაქვავებულთა კოშკთა შვეულება,მხოლოდ ენგურიადა თავშეუკავები რკინის ჩვეულება.შუადღის ჯვრებია,მზე დამდნარ სპილენძად ჩამოდისყავარ და ყავარ...ვიღვიძებ კაცი და არ ვიცი კარგა ხანს,ვინა ვარ, რა ვარ...ვიღაცა სდუმს და ისმის სიმღერა:შენ მინდორი ხარ, ჩემო სინათლევ,ყვავილოვანი ხეების რხევადა დედამიწა შენს მერე, გვიანმიმორღვეულა ხევად და ხევად.შენ დარჩენილხარ, ჩემო სინათლევ,და გახლავს ხეთა ფერადთა რხევა,წევხარ ცის პირად გარინდებულიდა შუადღეთა შვავი ირყევა,შენა ხარ მხოლოდ, სხვა ყველაფერიშერღვეულია უამრავ ხევად.ან რას უზამდა დედამიწის პირსწყალთა მრავალთა უგონო ნთხევა,და შენ ღრუბლების ჩრდილი გეცემა,ქარებია და ღრუბლების ხევა,შენა ხარ მიწა, შენ ხარ მინდორი,და მე გიგზავნი უდიდეს ხმაურს, –ყვავილოვანი ხეების რხევას.

ჯავახიშვილი თამარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი