პოეზია · ლირიკა
* * * "მე შემოდგომის ვარდებში"
მე შემოდგომის ვარდებში გხედავ,(მთვარისფერია ვარდი ღამეში),შენსკენ მოხედვას მიბრძანებს ბედიდა შენ სახელად ხარ გილგამეში...მაგრამ ვერ მოხვალ, მთებს არ დავეძებ,გადმოსალახი არის მდინარე,მხოლოდ სიკვდილში გველის შეხვედრა, –ამიტომ ჰქვია წარსულს – `წინარე~...საწამლავია შენი ალერსი,კაბის კალთაზე სიკვდილი მკოცნის,ჩემი გრძნობაა მრავალ ათას წლის,შენ კი, გილგამეშ, ხარ მხოლოდ ოცის...შენ გზას ადგიხარ დაუსრულებელს,სივრცის ჭურჭელში ციმციმებს ჟამი...წაიღე მაგ გზით ჩემი სოცოცხლეცდა ბეჭდის თვალში მაჩუქე შხამი...