პოეზია · ლირიკა
მშობლიური
ისევ სექტემბრის ქარია,დარებიც სექტემბრისანი,ისევ ისეთი წყნარიააბოს ნიში და ისანი.და ისევ მელანდებიან,ვარამთა ლოცვით მზღვევლებინაწყენი საბა-სულხანისცად აპყრობილი ხელები...ხორბლის, მახობლის სუნიადა ქარიანი ღამებადა რაღაც, მხოლოდ ქართულისულს მართმევს, მომეამება.ვიცოდი, ისევ შენ მყავდი,ისევ შენ დამიფარავდი,შენი ნათელი ძალი მეც,სული მომმადლე მარადი.მე სიტყვაც შენი მომაგნებს,მხოლოდ ამ სიტყვას ვევსები,გამმართავენ და გამდევენშენი უჟამო ფესვები.და მევლინება გალობადნუშის და ვაზის ყვავილიდა შემოდგომის ღამეშისავარსკვლავეთის ხვავილი.გისმენ და ხედვაც შენ გმადლობს, _წმინდაა ჯვარის წახნაგი,ეგეც შენა ხარ ფხიზელიდა შენი სულის აღნაგი...ასე მასუნთქე, ჰო, კიდევდა, თუ სიცოცხლე მედიდა,ერთი ქვა გულზე დამადევ,ერთი თეთრი ქვა – ფეხთითა.სითბოს კი შემინახავენ,აბოს ნიში და ისანიდა გამჭვირვალე დარები,დარები სექტემბრისანი.