↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-132 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
პირველიაცივდა, ნისლით შემოიბურაცად ატყორცნილი მთების კალთები,ცრემლით აივსო სიცოცხლის სურა...ზაფხული ჰქრება, აჰა, მეც ვკვდები!აღარ დარჩება ჩემი ნასახი,ისევე წავალ, როგორც მოვფრინდი...ოჰ, რა კარგია ისევ სიცოცხლე,ტყე, მინდორ-ველი, საღამოს ბინდი.და ნუთუ მართლა უკვალოდ ვქრები?მახსოვს, შავი ზღვის პირად ვინმე ყრმამივიდა, წყალში ქვა გადისროლადა მე მომესმა მისი მძლავრი ხმა:„ოჰ, ასე ჰქრება ყოველი არსი,ვითარცა ეს ქვა, ვით ეს პეპელა,სწრაფ-უმიზნოა მათი სიკვდილი!"სთქვა და უკანვე გაბრუნდა ნელა.
მეორემახსოვს, მეც მახსოვს... როცა ყრმამ წყალშიმწუხარე სიტყვით ქვა გაისროლა -უკვალოდ როდი გაჰქრა იგი ქვა...ზღვა შეკრთა, წყალმა დაიწყო თრთოლა,რგოლი რგოლს მიჰყვა წყნარი ლივლივით,დაჰყვა ზღვის სივრცეს დაუსრულებელს,ნაპირს მიასკდა და გამობრუნდა.ისევ დაადგა გზას უსაზღვროს, ვრცელს,ეხლა არა სჩანს...
პირველინუთუ სულ გაჰქრა?
მეორეარა! ფერიამ მიამბო, რომაწავა ზაფხული, არე-მიდამოსშეაცვლევინებს ფერს შემოდგომა,შემდეგ ზამთარის მთრთოლვარე ხელითშეიფერება სული და გრძნობა.წელიწადები წელიწადს შესცვლის,შთამომავლობას - შთამომავლობა,მხოლოდ ის ღელვა, აწ უჩინარი,მუდამ იცოცხლებს და არ მოკვდება,რადგან არ არის ხელისშემშლელიმისთვის საზღვარი და დაბრკოლება!
პირველიმაშ, ჩემი ყოფნაც ვარდ-ყვავილებზესულ არ ყოფილა ისე ამაო...ვკვდები, მშვიდობით!
მეორემშვიდობით, დაო!მოკვდა! ყვავილზე დაეცა მკვდარი,ობოლი ნამი მიწას დავარდა,აჰა, მახლობლად გაჩნდა ფუტკარი,და ყვავილს ფრთხილად გაუნავარდა,იმის გულიდან აჰკრიფა მტვერი,ნამი კი ალბობს და ალბობს მიწას,ვინ იცის, იქნებ ზღაპარს უამბობსკვალგადაუშლელ საუკუნისას.წელიწადები წელიწადს შესცვლის,შთამომავლობას - შთამომავლობა...ეჰ, მაგრამ სხვაა მაინც სიცოცხლე,ვნებებს ხომ მარხავს მისი გაქრობა.
1908
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი