↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორატორია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
გასწი! შენი გზა ანათებს ხანას,რომ მიუვალი გზები ახაროყოველ ფაბრიკას, ყოველ ქარხანას,ყოველ მაღაროს.გაჰკივლე რკინას, თუჯსა და ნახშირს,ახალ ტეხნიკას, ახალ მანქანებს;შენი კივილი გარეთ და სახლშიბევრს განწირულად ააქაქანებს.გაჰკივლე ცემენტს, ნავთს, მინერალებს,შოსსეს, გზატკეცილს, მაინც და მაინცშეუნთე სოფლელ მეურნის თვალებს,და მის განუყრელ ტრაქტორს, კომბაინს.გაჰკივლე ჩვენი ხუთწლედის გმირებს,რომ ჩვენ ვიზრდებით და აგრე რიგადმალე ტეხნიკით ვერ გაგაკვირვებს,ტეხნიკის კერა, ჰეი, ამერიკა.დაეშვი, ფარდავ, ევროპის ძველის,იქ ხომ არ ინდობს არვინ არავის;დასრულდეს აქტი უკანასკნელიდრამის, მტრისათვის გულშემზარავის!
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი