↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სულ ტყეა და ტყე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
სულ ტყეა და ტყე.. აჰა, ბნელდება,ბუჩქნარი სიოს ხმაზე ღელდება,ფიჭვის და ნაძვის დამტკბობი სუნი,ყვავილებისა სუნს უერთდება,აღარ აყრუებს მუხას ჭრიჭინადა ფუტკრებისაც მიყუჩდა ბინა,აღარ გაისმის მათი ზუზუნი;ლურჯი ქათიბით აბრწყინდა ველი,ჯეჯილს დაეცა ობოლი ცვარიდა დასავლეთით ვერხვების მწკრივიმიდის ვით რაზმი გასაოცარი.ჭადარი თავის ყვითელ ფოთლებითგარინდებულა ჰაერში მაღლა,და მის ფოთლებში საღამოს ვნებით,უკანასკნელის თავის სხივებითსცურავს მზე, რაა იმისთვის დაღლა.დაცხრილულია მისი ფოთლებიდა როდესაც მზე ჩამოანათებს,ძირს ბალახები და ყვავილებიმოოქროვდება.. ძეწნის წყნარ კალთებსთავისკენ იწვევს მიწის დუმილი,არ იცის, რაა სევდა, წუხილი.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი