↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მედეა კახიძეს

ნიშნიანიძე შოთა

2010-07-121 წთ საკითხავი24946 ნახვა

—
არ გეგონოს მოჭორილიანდა სიტყვის თამაში:შენი ლექსის ჩოჩორივითმობაკუნდა ქალაქში;მოიტანა იის სუნი და ორღობის სურნელი,ცეტი იყო, ბრიყვი იყო და საყვარლად სულელი.ქალაქი არ ეპიტნავა თავის ადათ–წესებით,სულ წიოკით დაიფრინა აქაური ლექსები.ზოგმა სიტყვაც შევაწიეთ წრფელი, არალიტონი,მივედით და ბალახივით გავუწოდეთ სტრიქონი.მერე კუდიც დავუბწენით, წინ გავიგდეთ სახრეთიდა ბიბლია ვენახისა–წავიკითხეთ კახეთი.
ასე შემრჩა მოგონება წლებით გადანაფარჩი,შენ კი დევმა მოგიტაცა, დაგამწყვდია ზღაპარში.მოდი, ხშირად მინახულე, რამე არ ინაკლისო,შე ალაზნის ამორძალო, დევის დიასახლისო.რა თქმა უნდა, ლექსის ქერად ისე აღარ გცალია,მაგრამ შენი ორი ნუკრი–ორი ოქროს ბწკარია.გეხვევიან,შეგღნავიან,საბუსკნაოდ გიხმობენ...ხელისგულზე გილოკავენ მარილიან სტრიქონებს...
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი