პოეზია · ლირიკა
მე და შენ
მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი,ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს,მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავიდა თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს.
და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნადა მიწად ვიქეცით როცა,მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა,ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა.
მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავითდა გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს.ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავედა ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ.
გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი,რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი -
თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი,ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის:წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული,ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის...