↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იქნებ მართლა

აბრამიშვილი მარი

2013-05-121 წთ საკითხავი1426 ნახვა

—
წვიმს და... შავად შენისლულან მთები,
წვიმს და... წვიმამ აღარ გადაიღო,
იქნებ მართლა აღარ შევრიგდებით,
იქნებ მართლა განშორება იყო?
იქნებ მართლა შეგეცვალა გული,
იქნებ მართლა უჩემობა გიჯობს,
იქნებ მართლა გაქრა სიყვარული,
იქნებ მართლა შემიძულე, ბიჭო?
აღარ მახსოვს, შენ დამტოვე მაშინ,
დამგმე, როგორც მოღალატეს გმობენ,
თუ მე თვითონ გაგექეცი ქარში
და _ `დაბრუნდი~ _ ვეღარ გავიგონე.
წვიმს და შავად შენისლუნან მთები,
განზე მდგარი ხე ტირის და მიხმობს, _
ნუთუ მართლა აღარ დაბრუნდები?
ნუთუ მართლა განშორება იყო?
აბრამიშვილი მარი

აბრამიშვილი მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი