პოეზია · ლირიკა
იტყვიან
მე რომ მოვკვდები, იტყვიან:ჩაწვა, სამარე შეავსო,მოკვდა! ეს ერთიც მოაკლდაიმ ოთხას კაცის სიასო;მაინც რამდენ ხანს გაუძლოამ ქვეყნის რია-რიასო?!მე რომ მოვკვდები, იტყვიან:მორჩა და დაისვენაო,რაც მაგას ტანჯვა უნახავს,იმას ვერ იტყვის ენაო;ეს ვინ ყოფილა?! ძლივს მოკვდა,წავიდა, დავრჩით ჩვენაო.მე რომ მოვკვდები, იტყვიან:ლექსები დარჩა მაგასო,ალპური ყვავილებია,არა ჰგავს ხრამის ნაგავსო;ახვიდე, მისწვდე, დაკრიფო _სევდამ სიამით აგავსოს.მე რომ მოვკვდები, იტყვიან(არაფერსაც არ იტყვიან!):ხალხს რომ კეფაში უშენდნენ,ეგ მკერდს უშვერდა იმ ტყვიას, _იქნება მართალს ამბობენ,იქნებ... ჭორებსაც თითხნიან?