პოეზია · ლირიკა
აი, სად შემხვდი
აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,მე კი თურმე სად დამღამებია, _შენ რომ გიყვარდა,ის ქალი მე ვარ,ვიცი, სხვა ქალი არ გყვარებია.მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, _შენ რომ ეძებდი,ის ქალი მე ვარ,მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,მე უშენობის დაღი მატყვია;შენ რომ გინდოდა,ის გული მე მაქვს,ვიცი, სხვა გული არ გინატრია.შენ ეძახოდი შორს შენგან წასულსდა ხმა ქარიშხალს ჩაუქროლია;შენ ეძახოდი ვიღაცა ასულსდა ჩემს მეტსარვის გაუგონია.მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, _შენ რომ ეძებდი,ის ქალი მე ვარ,მაგრამ ვაი, რომ დავაგვიანე.