პოეზია · ლირიკა
შედეგი
უფერული დღეები უშედეგო მკათათვის,უჩვეულო ტკივილებს თითქოს მუზად მოება,ბედისწერა ასეთი გარემოებათათვისარის ფიქრში დამხრჩვალი მწარე უსაზღვროება.
დღეთა განცალკევებით უნიათო ღამეთა,ფარდობითი შედეგი თვითმკვლელობის ხედია,ის რომ შენი თანხმობა მაზიარებს წამებთან,ჩემი მოთხოვნილების მემილიონედია.
ფერთა მოჭარბებული სურვილების დამქაში,უკვე ვეღარ მაკვირვებს ფანტაზიურ ხელობით,და უმზეო დღეების გულგატეხილ თამაშშილიდერობას ვაგრძელებ ფარხმალდაუყრელობით.
თუმც ძალიან ადრეულ პერიოდში ვბერდები,შენში მოჭარბებულად შევხვდი ქალის ბავშვობას,თქვი და დაუფიქრებლად გადაგისხვაფერდები,თუკი მხოლოდ ეს ჩემი დაჩემება გვაშორებს.
მაგრამ ისე გართულხარ ჩემს უოცნებობაში,ამაოა სათქმელი უშედეგო მკათათვისდა გრძნობების მილიონ შეფარდებითობაში,ჩემი დარჩა უბრალო, გარემოებათათვის.