პოეზია · ლირიკა
შენ იტყვი
შენ იტყვი ერთ დღეს - ლექსი ყელში როგორ ამოგდის,პოეტის ცოლიც რომ დაგერქვას რთული ყოფილა,ჩემს ყველა სტრიქონს დაიფერთხავ იმ საღამოთიდა ცივ ლოგინში შემოწვები ლექსიშობილა.
შენ იტყვი ერთ დღეს, რომ მოგბეზრდა იყო ბინაში,სადაც ყოველთვის რეალობა არის მორიგი -მუდამ მეგობრებს ველოდები... და ჩემს ჯინაზემოწევ სიგარეტს, ხოლო დილით კარეს მოირგებ.
შენ იტყვი ერთ დღეს, რომ უბრალოდ აღარ გიყვარვარ,რომ ჩვენ ბავშვები აღარ გვქვია, რომ ვართ დიდები,დაძინებისას შუქს ჩააქრობ, მთხოვ - არ გიყუროდა ჩემს წინაშე შიშვლად გავლა მოგერიდება.
შენ იტყვი ერთ დღეს, გაკვირვებით, როგორ გაძელიამდენი წელი, ან წამები როგორ ითვალეერთად ყოფნისა, გადაყლაპავ აბებს საძილედა სულ ფეხებზე დაიკიდებ ჩემს რთულ სიმთვრალეს.
შენ იტყვი ერთ დღეს, რომ სამსახურს თუ არ ვიშოვიწახვალ, არ ძალგიძს უკვე მსგავსი ტვირთის ტარება,ნათქვამს პირველად დაიფიცებ ხატთან ღვთისმშობლისხმა კი ტირილით იმ დღეს აღარ გაგებზარება.
შენ იტყვი ერთ დღეს, რომ ღალატშიც ბევრჯერ მამხილე,აღარ მსურს ერთად რომ ვცხოვრობდეთ - ესეც შენი თქმით,მაგრამ ოდესმე ამ ლექსს ალბათ კიდევ იხილავდა მაშინ - მე რომ არ მიყვარდი - მაგას ვერ იტყვი!...