↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენს ბაღში კალებს დაეწყოთ წოლა

აბუსელიძე როინ

2026-07-181 წთ საკითხავი21880 ნახვა

—
შენს ბაღში კალებს დაეწყოთ წოლა,ჩემი კი მხოლოდ მიმოზებს იტევს,იმოსავ ვხედავ, უფრო ამ ბოლოს,სინდისის ძაფით მოქსოვილ სვიტერს.შენს მთვარეს ღრუბლის მანტია მოსავს,ჩემსას კი ღრუბლის მანტია ქენჯნის,ფეხმძიმე ქალის იგუებ პოზასდა თვალს ადევნებ ლექსების მეჯლისს,რომელიც ჩემი ლექსები არის,რომელიც მხოლოდ ლექსები არისდა შენს პატარა მუცელთან ერთად,იზრდება ჩემი მსუბუქი ჯვარი.ამ ბოლოს ასე მიხდება წერა,იძინებ ჩემი კუთვნილი ძილით,გძინავს და ვიცი სიზმარშიც გჯერა,ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი წყვილი -ის ძველი ლექსიც ამ ფრაზის არსით,შენია თუმცა შენამდე მქონდადა ასე მინდა გაჩუქო მარსიც,რომ გამოირჩე პოეტის ცოლთა -შორის და კალებს კვირტების სოლოეწყებათ შენ კი ორ სხეულს იტევ,იმოსავ თანაც, უფრო ამ ბოლოს,სინდისის ძაფით მოქსოვილ სვიტერსდა არ ივიწყებ მხოლოდ და მხოლოდ,რომ ისევ ისე გიყვარვარ კიდევ.
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი