↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ცას ვარსკვლავები დააქვს"

აბუსელიძე როინ

2004-07-121 წთ საკითხავი21893 ნახვა

—
ნინოს
ცას ვარსკვლავები დააქვს ეგზემადეგზომ და ღამეს თეთრი ფერი აქვს,შენ ახლა ჩემი ყველა ლექსი ხარ,რასაც დავწერ და დამიწერია.
მომავალს ორსულ დღეებს ვუნახავ,არის ზედმეტი უკვე ხეტებაც,შენ ახლა ჩემი ყველა სუნთქვა ხარ,ხშირად ფილტვებში რომ არ მეტევა.
ტიხრავს ამინდი როგორც შერისხვა,გაუცხოებით ნაშენ იმ ტიხარს,მაგრამ შენ ჩემი ყველა ნერვი ხარ,რითიც მსურხარ და რითიც მინდიხარ.
ეს მარტი როგორც წესი მოხაზე,კალენდარია დრო და ჯებირი,ჩემი კოცნა კი შენს თეთრ ლოყაზე,ჩნდება წითელა ბატონებივით.
როცა სუსტ ხელებს წელზე მომახვევ,ძალგიძს რომ სუნთქვაც ლექსად დათესო,შენ ახლა ჩემი ერთი ცოლი ხარ,მილიონ ქალზე ულამაზესო..
ცას ვარსკვლავები დააქვს ეგზემადეგზომ და ღამეს თეთრი ფერი აქვს,შენ ახლა ჩემი ყველა ლექსი ხარ,რასაც დავწერ და დამიწერია.
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი