↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ნენე და დედაშენი

აბუსელიძე როინ

2026-07-181 წთ საკითხავი21878 ნახვა

—
დედაშენი -რვა ნომერ კენტს აბოლებს,ჩემი ნენე -მჭადზე ასვამს ჯვარებს,დედაშენი -შარვლით ტაძარს ამდორებს,ჩემი ნენე -ჩადრში მალავს ხატებს.
დედაშენი -მერსედესით დადის დაჩემი ნენე -მიუძღვება გუთანს,დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის დაჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.
თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.
დედაშენის ვარცხნილობა კარე,ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...
ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,დედაშენი ევროპულად ოხრავს,თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.
დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.
ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი