↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბედნიერება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
რა უშავს იმას, ვისაც არრა აქვსდა არც დაეძებს ამ ქვეყნად რამეს,ვინც გზას უკაფავს უკვდავი სულისთავისუფლებას და სითამამეს.სხვისადმი შური ვინც გულს ჩაიკლა,ვინც სავალი გზა გააფართოვა,არ იცის, რაა გაუბედავადდასამარებულ ფიქრების გროვა;ვინაც არ იცის დანაშაული,მოთმენით იტანს დაცინვას, გმობას,და იარაღად ხმარობს მწარე დროს,მხოლოდ სიმშვიდეს და გულცივობას.რა უშავს იმას, ვინც მტერთა შორისთავმდაბალია და უწყინარი,ვინც მოუსვენარ და მქუხარ ბრბოშითავს შეიფარებს მშვიდი და წყნარი.ვისაც არ ხიბლავს არც ეს ქვეყანა,არც ის სოფელი, არც მძლავრი ვნება,ვისთვისაც საგანს არრა შეადგენსდა არც არავის ემორჩილება.ვინც იჭვებისგან თავისუფლდება,ბრძოლას არ იწვევს წუთიერ დღეში,და ასე წყნარად განისვენებს ისმარადისობის უფსკრულ-სიღრმეში.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი