↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბედისწერა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
ყვავილები არ ჰყვავიან აღელვებულ ზღვაში,ისმის მარტო ზღვის სიმღერა და ტალღების ტაში.
უდაბნოში არ იზრდება მიმოზები წყნარი,სიცხე დგას და ცხელ ქვიშაში ღმუის მძაფრი ქარი.
სადაც სუფევს დემონების ძალა ერთადერთი,იცოდე, რომ იქ არასდროს არ არსებობს ღმერთი.
ზღვას, უდაბნოს და დემონებს ჩემი ბედისწერაშეჩვევია და სიმღერა მხოლოდ მათთან მჯერა.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი