პოეზია · ლირიკა
წერილი მეოთხე
მე ყოველდღიურად გწერ და მერე იმ ფურცლებს ვხევ, მერე ფანჯარას ვაღებ და ქარს ვატან...ვიცი, ძნელია ჩემნაირი კაცის სიყვარული, ე-ლენ!მე ხომ საკუთარი თავისაც აღარ მჯერა...ეს შენ მეუბნები, რომ საოცრად კარგი ვარ...ალბათ იმიტომ რომ გიყვარვარ,და რომ იცოდე თუ რა საშინელი ადამიანი ვარ, ნეტავი ისევ თუ გეყვარებოდი?