↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბედს იქით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
დავხუჭე თვალი, გულის სიღრმეშირომ დამენახა რამე ნათელი,და მოვიგონე ნეტარი დღენიდა გაზაფხული უკანასკნელი.
რა ადრე მოკვდა, რა ადრე მოკვდა! -ეხლა ღამეა... ქვითინებს ქარი,რომ გამახსენოს ტკბილი წარსულიდა მოგონების სახე ნეტარი.
მაგრამ ვის ველი, ან რად ვღონდები,განა არა მაქვს წინ მომავალი?რად ჩავიგონო გზის უმიზნობა,რად ავარიდო სიცოცხლეს თვალი?
ვის შევუშინდე? რას შევუშინდე?დავიწყებული სად არის ჩრდილი?დაბრკოლებები? - უიმისოდ ხომარც გმირობას აქვს ქვეყნად ადგილი!
წავალ, გავყვები ამ სევდიან გზასზღვათა ქუხილით, წყალთა ლიკლიკით...და დავამკვიდრებ დაღლილ სიცოცხლესშორს, სხვა ედემში! შორს, ჩემს ბედს იქით!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი