↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბევრნაირი ახდა ნატვრა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-133 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
რა ტკბილია დასვენებასაღამოს ჟამს, შრომის მერე,მოალერსე ფრთით განაბნევსდაღლას სიო მოჩანჩქერე.
ფოლადივით ელავს წყალი,მიაშურებს ზვირთებს ნელა,სად ვენახთა დარაჯებადდგანან მუხა და წიფელა.
დარბაისლად დაბრუნდებაჭრელ ძროხების დინჯი ღვარი,სახლთან, დახურულთან ყავრით,მიქუჩდება უეცარი.
ჩონგურისას აწყობს სიმებსნათელ ქოხის ჟრიამული,გაიშუქებს ელექტრონიბინდის ცვარით მონამული.
და წერწეტა ალვათ შორისისე, როგორც ვერცხლის ნავი,გამოცურდა მთვარის დისკოლურჯ სიჩუმით მონართავი.
მაგრამ მისი მოკამკამემკრთალი შუქი მშვიდი ფრთებითიჩრდილება ელექტრონისცეცხლოვანი აფეთქებით.
რეკავს თარი. უძველესიკაკლის ხის ქვეშ, თარის ხმაში,მოხდენილად უვლის ქართულსწყვილი, ცხარე ისმის ტაში.
მხიარულობს ახალგაზრდა,ახალგაზრდა სწავლობს კიდეც.მებაღე და აგრონომიმისევია კიდით კიდეს.
დასჭირდება მხარეს მრავლადპედაგოგი, ინჟინერი,ახალ ქვეყნის სამუდამოდშეცვლილია სახე, ფერი.
გრძნობა დიდი, მშვენიერიძველ ჭრილობას უმკურნალებს,მოხუცები სიხარულითშლიან წიგნებს და ჟურნალებს:
როგორ ცხოვრობს სოფელ-ქვეყნადახლობელი, შორეული?რა ხდება იქ, ევროპაში,რა სნება აქვთ მორეული?
რისთვის უნდა იაპონელს,რომ მახვილი ჩასცეს ჩინეთს?რისთვის ესხმის იტალიათავს საბრალო აბისინელს?
რისთვის შხამავს ამერიკაფორთოხალის მთა და გორებს,დასაწვავად ხორბლის ტომრებსცეცხლისკენ რად მიაგორებს?
ზღვაში რისთვის ყრიან ყავას?კაცს შეიპყრობს გაოცება -ზღვაში ყრიან საზრდოს, ხალხიკი შიმშილით იხოცება!..
ან ეს კიდევ რა წიგნია? -ხანში მყოფი ჭაბუკს ჰკითხავს -ტრისტანისა და იზოლდასშენ ამბავი წაგიკითხავს?..
სმენა იყოს, გაგონება -და ღიმილი დაჰკრავს სახეს -ვაჭრებმა და ბობოლებმარა ხანია განიზრახეს,
მოეწიათ ჩვენში ჩაი,გამდიდრებას დიდი ჟინითმოელოდნენ ფორთოხალით,ლიმონით და მანდარინით.
არაფერი გამოვიდა:ჩაი იყო უგემური,და ხეებიც მჟავე ნაყოფსიძლეოდა უდღეური.
ალბათ, ჰავა აქაურიმათ არა რგებს, ხეებს სცივა,და მთავრობამ ციტრუსებზეგამოგზავნა დირექტივა.
შეიკრიბნენ სწავლულები,ძვირფასია თითო წუთი,ითათბირეს და კვლევითიაღმოცენდა ინსტიტუტი.
იწყეს კვლევა და გარდაქმნაბუნებისა. მიაღწიესმას, რომ ჩაი და ნაყოფიშემოსავლის ზღვად აქციეს.
ჩაიცა და მანდარინიცგემრიელი რამე გახდა.სადაც კერძო თაოსნობაგაკოტრდა და გაპარტახდა,
კოლმეურნე მილიონებსიძენს კოლექტიურ ხვავით.განცვიფრებას ეძლევიანმოხუცები ამ ამბავით.
თანაც ჩიბუხს აბოლებენ,თან მსჯელობენ, რომ მობრუნდამათი ბედი, რომ ყველაფერსცოდნა, განათლება უნდა.
რომ არც ბაღი შემცირდება,არც ვენახი რას წააგებს,და ახალი კულტურებიშეცვლიან ტყის ჩირგვს და ჯაგებს.
რომ კულტურის დაღს ატარებსთვითეული ჩვენი ნივთი,რომ ციების კოღოს მოსპობს -ჭაობს აშრობს ევკალიპტი.
და დროც მიდის საღამო ხნისმშვიდობიან ლაპარაკით,რომ ტუნგოს ხე განთქმულიაიშვიათი რამე ლაქით.
მისით გადაფარულ რკინასარ ედება ჟანგი მწვავე,ვერას ავნებს რამე გვარისინესტეა თუ სიმჟავე.
დაფიქრებით მოხუცებიბრუნდებიან თავის ბინად:სრულებით არ იზრდებოდაამგვარი ხე ჩვენში წინად.
ხომ ცხოვრობდნენ - თავის სოფლისიქით არა ენახათ-რა...ძლიერ, ძლიერ იცვალა დრო,ბევრნაირი ახდა ნატვრა!
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი