↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბერლინი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
რაიხსტაგის წინ რომ ეგდო ჩვარი -ესაა დროის მსუბუქი მტვერი,გარდამავალი, ვით ზენა-ქარიდა შეშლილობა მიხაკისფერი.
გამარჯვებათა ხეივნის არესმეფეთ ძეგლები მიწისფერია,აქ მარადისი არარა არის,აქ სიკვდილია, აქ ჰიტლერია.
მომავალ დღეთა იტყვის ჭახჭახი -რას ნიშნავს მხეცის დღე და სოფელი,რომ შეუბრუნოს ჯალათს ნაჯახიუფრო მრისხანე და ულმობელი,
რომ მხეცს აწყვეტილს შეაბას თოკი,რომ კარებს დახშულს მოგლიჯოს რაზა -ის ჰიტლერია, თუ დელაროკი,განადგურდება იმათი რასა!
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი