პოეზია · ლირიკა
მარტოობა (მთარგმნელი აბჟანდაძე ანზორ)
ვაი, რას მუხთლობს წუთისოფელი!სურს მარტოობის ზღვაში გამრიყოს...ლხენა გაიყოს მზადაა ყველა,არავის არ სურს, დარდი გაიყოს!
მარტო ვარ, როგორც მეუფე ზეცის,და გული სევდით მევსება ობოლს;და ვხედავ, ვხედავ, _ მორჩილნი ბედის მიჰფრენენ წლები,სიზმრები როგორც.
მევლინებიან ისევე მერე და ოცნებანი ჰშვენიან ფრთამალთ;და ვხედავ კუბოს, რომელიც მელის...რად ვალოდინო? ამქვეყნად რა მაქვს?..მოვკვდები...
ჩემთვის ვინ დაღვრის ცრემლებს?..ზოგს კი _ მოწამე არის გამჩენი,გაუხარდება უფრო უმეტეს, ვიდრე ამქვეყნად მოვლენა ჩემი.
1830