პოეზია · ლირიკა
კავკასია (მთარგმნელი აბჟანდაძე ანზორ)
გამყარა შენგან ბედისწერამ თუმცაღა ჩქარა,ო, კავკასიავ, კვლავაც თან მსდევს ხატება შენი;ვითარცა ჰანგი მშობლიური, ის მავსებს შვებით...გულში რომ დარჩე _ შენი ხილვა ერთხელაც კმარა!ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!
მე სიყრმითგანვე უდედობა დამეცა ზარად...და როცა ბინდში ვარდისფერი გმოსავდა ნისლი, _მე შენს სივრცეში მელანდვოდა ჩურჩული მისი;მიტომ მიყვარდა გარინდება შენს მთებთან წყნარად!..ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!
მე ბედნიერი ვიყავ მაშინ, _ შენს მთად და ბარად!..ნაღველით მდაგვენ გარდასრულნი ის ტკბილნი წელნი;იქ შემეფეთნენ ღვთაებრივნი თვალები მწველნი...მათ ვიგონებ და _ აღმომხდება ლოცვისა დარად:ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!