↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხეთურ ნანგრევებთან

ხალვაში ფრიდონ

2023-05-121 წთ საკითხავი52768 ნახვა

—

ანკარაში ხეთური მუზეუმის შესასვლელთან დგას უცნობი ღმერთის ქანდაკება, ხელში ყანწები უჭირავს.

სად რა ლოდები თალეს ხეთებმა,რა ნიშანსვეტი მიწას დაადგეს,რომელი დროის სულისკვეთებაგამოატანეს თიხის ბარათებს?მითხარ, კაცია ეს თუ ღმერთია,ხელში ყანწებით რომ შემოგვცქერის?საით გამქრალან, ან ვის შერთვიან,რა ხალხი იყო, რა ბედისწერის?
ვისთვის აშენეს,როდის გათავდნენ,ასე რად მიპყრობს მათი ყურება?თუკი გათავდნენ, რასაც ხატავდნენამგვარად რატომ მეცნაურება?
შეჩვეულს ასე რატომ მაგონებს _ჩანგი მახვილი და ჯამ-ჭურჭელი?ან რატომ მჯერა, რომ მათი ღონითგადაშენებას გადავურჩები?
რა ღონე იყო, რა სიტყვა ჰქონდათ,მათი სულისთქმა რად მომეცხუნა?მათი მიწური რატომ ჰგავს ოდას,სადაც ჩემი დღე გათენებულა?
მითხარ, ეს კაცი, ანდა ეს ღმერთირატომ შემომხვდა ხელში სასმურით?!დღეს დავიბადე,თუ დღეს დავბერდი, _მითხარ, სად ვძებნო ჩემი წარსული?
1970
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი