↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხული

მღვიმელი შიო

2014-08-121 წთ საკითხავი966 ნახვა

—
მარტი გავიდა, გათბა დღე,დარები დგება მზიანი,მიწა გაფუვდა, ბუჩქებშიამოჩენილან იანი.მოფრინდა გვრიტი, შოშია,ოფოფი სავარცხლიანი;მწვანედ ბიბინებს მინდორი,ოლე და ველი ცვრიანი.ჭუკჭუკებს დილა-საღამოსახლად მოსული მწყერია,თავს ძლივს იმალავს ჯეჯილშიჭიაღუების მტერია.დილაადრიან მერცხალმაცგამოაღვიძეს სიფელი:__გაზაფხულდაო,__ დაგვძახისპირველი მახარობელი.შინ მოჩვეული კურდღლებიცგამოფენილან ველადა,დარბიან ცვარით დანამულბალახის გასათელადა.ზოგი ხტის, ზოგი ყურსაცქვეტს,ზოგი ძირს განაბულია.იქვე მჯდომარე პატარასსიამიტ უცემს გულია.მინდვრად გავიდეთ, ბიჭებო,დროა, დავიფრთხოთ ძილია,სუნს მოგვფრენს, ყნოსვასდაგვიტკბობსია მკერდგადაშლილია!დროა, ჩვენც მამაპაპურადხელი მოვკიდოთ შრომასა,_მინდვრად სჯობია მხნეობასახლში უსაქმოდ ჯდომასა!
1890 წ.

მღვიმელი შიო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი