პოეზია · ლირიკა
ვედრება მეტივეთა შვილებისა
მტკვარი მოღელავს, ზვირთებიდუდუნით მოიმღერიან,გროვად პატარა ბიჭებისერიდან გადმოსცქერიან.გაფაციცებით უმზერენთავქვე მიმავალ ტივებსა,შორს აყოლებენ, ძაან შორსცინცხალა თვალის სხივებსა.- მტკვარო, ნუ ღელავ! ქარო, შენცგრიალი დაიდუნეო,მამები მშვიდობიანადდროზე შინ დაგვიბრუნეო.გვისმინეთ თხოვნა-ვედრებამამის პატარა შვილებსო,თქვენი ღელვა და ზუზუნიმშობლებს ნუ აგვატირებსო!
1886 წ..