პოეზია · ლირიკა
შემოდგომა
დღემ იკლო, ღამე გადიდდა,ჰავამ იცვალა ნირია,აცივდა… სამხრეთისაკენმზემ სეიბრუნა პირია.
მინდვრები გაგვივერანდა,ტყემ დაიბერტყა მხრებია,ცამ ჩამოხარა წარბები,გაგიჭაღარა მთებია.
ჭყაპი და თოვლი მატულობს,ყინვა პარპაშებს ღამითა,რთვილმა დააზრო ბალახი,გაზრდილი დილის ნამითა.
ტყე-მინდვრით სოფელს მოაწყდაკამეჩი, ძროხა, ღორია;ცხვარ-მწყემსმა შირაქს მიჰმართა,გზა გაიარა შორია.
გამოგვეთხოვნენ, გაფრინდნენმტრედი, გვრიტი და მწყერია;მერცხალმაც მალე დასტოვაჩვენი დერეფნის ჭერია…
თითქოს გლოვობდეს, მიდამოსთალხი აცვია ტანზედა…მხოლოდ სოფელი გულდიდობს,ფეხი გაიდგა განზედა.
გულდიდობს, ხარობს, გადახნასოფლის ბოლო და თავია;მომკო, გალეწა, ორმოშიბლომად ჩაყარა ხვავია!
1890 წ.