↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დღე შემოდგომის ცივი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95286 ნახვა

—
დღე შემოდგმის ცივივერსად პოულობს ალაგს,უკანასკნელი სხივიემშვიდობება ქალაქს.კუნძულებიდან ქარიმოდის უდაბურ დღეთა,სწუხს ტრამვაების ზარიდა ავტოების ბნედა.
ტყვიისმფრქვეველის კაკანსდა კონონადას დღისას,ბნელ სადგურების ბაქანსმისდევს წუხილი ტყისა.მიდის. არა აქვს სახლიდა ბედნიერი ბინა,რუხი ფარაჯის ახლო,ჯარისკაცების წინა.
და ყველაფერში, რასაცდღე უცქეროდა ნდობით,იხატებოდა მასსაგამწარებული ომით.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი