↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დღეები ღამეებს მისდევს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95294 ნახვა

—
დღეები ღამეებს მისდევს,რა არის შვიდი წლის რწმენა?მას სწამდა იესო ქრისტედა მისთვის რტოების ფენა.
წლების რომ გავიდა რიგი,ოცნება როდემდე ზიდონ?იესოს ხან დასცემს იგიდა ხან ძირს ეცემა თვითონ.
მას ჰქონდა იმედთა გროვა.მაგრამ ხმა მოესმა ფრთხილი:ალუჩა, ალუჩა, დროა,ალუჩა, გეყოფა ძილი.
ბრძოლით დაღლილი სახე,და ტყვია ჩამჯდარი თავში,მკვდარი მე თვითონ ვნახეალუჩა, შვიდი წლის ბავში..
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი