↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დღევანდელი დღე მიაგავდა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95289 ნახვა

—
დღევანდელი დღე მიაგავდა ამ კინოსურათს,რომელსაც ასეთ გულდადებით გვაჩვენებს ტილო,რა გულდამწყვეტად, უბედურად და უსუსურადმეჩვენები, აწ საოცარო წარსულის ჩრდილო.
წინად უკვდავი, ძვირფასი და საშვილიშვილოსიცარიელედ მეჩვენება, უმიზნო შურად, -არ ღირდა ბრძოლა! თუ წალკოტი გზად უდაბურადგადიქცეოდა ასე მალე, მზის ქალიშვილო.
რა სასაცილო წარსულია იგი წარსული,ან რატომ იყო, გენაცვალე, სულ ფერწასულიის მზე, რომელიც სიყვარულით არვის დაგავდა,მოგონებებო და სიმღერავ სევდით ავსილო.
რა სასაცილო იყო ის გზა, რა სასაცილო,დღევანდელი დღით ამ კინოფირს რომ მიაგავდა.
1933
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი