↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დღევანდელი დღის თვალი და ფიქრი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95286 ნახვა

—
დღევანდელი დღის თვალი და ფიქრიუმხურვალესი გრძნობით და რწმენით -ეს მხედარია, რომელიც მიჰქრის,რომელიც მიჰქრის ფოლადის ცხენით.
იგი რეკვაა ელექტროდენითგავარვარებულ ცეცხლმდინარეზე,გახმაურება, როს შორეულ ძმებსეძახის მოძმე უწინარესი.
ის ჩვენი სოფლის არის ამინდი,ჩვენი ქალაქის არის სვე-ბედი,რიგს შუაზე ჰყოფს, ვით დინამიტი,და აკავშირებს, როგორც ცემენტი.
რა საარაკო დრო მიგვაქანებს,რა საამაყო ამბებს ვესწრებით,ცა დაუფარავთ ჰაეროპლანებსდა მოედნები ჰქუხს ორკესტრებით.
მზე, ის ბრწყინვალე მზე ამოენთოდა ნაკადებად გადმოიჟღერა,რომ ეს სიმღერა არის პოეტისგამარჯვებული ბრძოლის სიმღერა.
რომ მსოფლიოის ხმათა ხვეული,ყოველნაირი, იბრძოდეს მარადერთ მთლიან ჰიმნად გადაქცეული,გადაქცეული ერთ მთლიან ქნარად.
რომ იგი ქნარი და ეს ჰიმნია,რომელიც მედგარ ხმით იზეპირებსბევრს საამაყო ომში დაცემულს -კიდევ მეომარ და ცოცხალ გმირებს.
რომ მათ მარადისს, უკვდავ შინაარსს,მომავლისათვის მღელვარე, ზვავი -დიდს, გენიალურს ჰარმონიის აზრსდაუნანებლად შესწირეს თავი.
რომ იმათი გზა, რაც უნდა ღირდეს,ჩვენი ძალაა, ჩვენი ღონეა,რომ ჰარმონია იგი დამკვიდრდეს,ის ჰარმონია, ის ჰარმონია!
წამი, რომელიც თავს არ იზოგავს,ბრძოლის ალებში არის ნალესიდა ამიტომაც დიად ეპოქასჩემი სალამი უმხურვალესი!..
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი