↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დღენო მშვენიერ სიყმაწვილისა!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95294 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
დღენო მშვენიერ სიყმაწვილისა!აწ გარდასულნო სიმღერის დრონო,ბევრი რამ დარჩა თქვენგან ძლიერი,მაგრამ რომ დარჩა, არ მოვიგონო?ო, აღელვებულ დღეთა შვენებავ!მრავალ ახალთა იმედთა მფენო,ბევრი რამ მომეც დაუვიწყარი,არ შემიძლია არ გაგიხსენო.იდუმალ ფიქრთა სახიერებათქვენს მოვლენებში ჩემთვის სრულია.ბედნიერება წარმავალია.სიცოცხლე მაინც სიხარულია.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი