პოეზია · ლირიკა
* * * "ზღვარი- ჩრდილოეთი"
ზღვარი- ჩრდილოეთი,უფრო ზემოთ იწევს,გაცდა თეთრი ბაგირების წყვეტილ,მოშვეულო თოვას.ვსუნთქავთ რიგრიგობით ფანჯრებს,ფანჯრის იქეთ ბაცი,ავტომობილების მკრთალი განათება მოჩანს.ქუჩის მავთულები-ბონდის საქანელა ხიდი,ვგავართ მხარაქცეულ,ზამთარშეუჩვეველ ჩიტებს.სუნთქვას სხეულიდან თეთრი პერანგივით ვიხდიდა ლურჯ მაგისტრალზე,მარცხნივ,მოსახვევთან ვკიდებ.