↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "აბრა, რომელიც შუა ცაზე ისე ჰკიდია"

ჩხეტიანი ნათია

2008-05-121 წთ საკითხავი3991 ნახვა

—
აბრა, რომელიც შუა ცაზე ისე ჰკიდიავით ოქროს თევზი ვერცხლის კაუჭზე,აქეთ-იქით აბრუნებს სიო:”ღია არის””დაკეტილია”...და რა გავიგო?
სხვა გზა არაა, ავდგები და დავაკაკუნებ.დავტოვე ოთახი, ბუხარი და სამფეხა სკამივბრუნდები ისევ, ჩაქუჩით და ერთი ლურსმანით.ვაჭედებ სკამზე მეოთხე ფეხს.განა იმიტომ?!..არა, უბრალოდ...ეს, უბრალოდ, წესია მაინც.
სიყვარულიერთი ხელი ლოგინი:ბატის ბუმბულით გატენილი ერთი ბალიში,ბამბის ერთი ლეიბი დაერთიც - მატყლის საბანი (ისიც ნამზითვარი).ამ ერთადერთობაში აღმოჩნდა ისე,რომ ორივემ ავიკიდეთ ფილტვების ანთება.
აჯობებს ვგონებ,რომ ერთერთმა მაინც დაზოგოს ჯანის სიმრთელე.
-შენ იატაკზე დაიძინე, ძვირფასო...
ჩხეტიანი ნათია

ჩხეტიანი ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი