↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენს ცისფერ თვალებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ,უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში...და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენუსიტყვო ტბაში, უხმო კამათში.
და ხშირად მინდა გკითხო, თუ რისთვისასე სასტიკად გექცევა ბედი,რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა,რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი.
მაგრამ, როდესაც წარმომიდგება,რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის,მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ,ჩუმად მიმონებს დარდი სამარის.
ასე, ორ გულში ერთი ნაღველიგაუნელებლად იწვის და იწვის,ასე იტანჯვის ორი არსებადა ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი