↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენს ფენილზე მიდი-მოდის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
შენს ფენილზე მიდი-მოდისათასგვარი მგზავრი,მიაქვს-მოაქვს მრავალ შფოთისოცნება ან ჯავრი.
ყოველნაირს იტანს ტეხილსშენი გული ლოდის,ზოგი ეტლით, ზოგი ფეხით...ფოსტაც მიდი-მოდის.
მიაქვს, მოაქვს ბარათებიშენს სივრცეებს მარადს,მხოლოდ ბეკს რა ემართება? -ვერ ეღირსა ბარათს.
ელის, როგორც ამოხეთქვას,ელის, როგორც მადანს,მაგრამ მცირე რამე ფეთქვაიმამდე ვერ ატანს.
საყვარელ გულს შენ აშორებდა მის გულსაც ბზარავ,ბერლინამდე ვარშავიდანმიმავალო შარავ!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი