↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შვილს

ტყეშელაშვილი სოფიკო

2009-08-121 წთ საკითხავი1073 ნახვა

—
გათელილი, მთვარისფერი ნაბადი,ჩაშლილი და უსახური რიყე,მზად ვიყავი, შენთვის ფეხსაც დავბანდიმას, ვინც ჩემთვის მტერზე მეტი იყო.გიყურებდი, ჰოდა, ისე ვუძლებდი,მე ღრუბელი, ის _ ეშმაკის კერძი,რადგან შენთვის სისხლია და ფუძეა,შენ ვარსკვლავებს მის მხრებს იქით ეძებ.ძუნწი წვიმა. მწიფე ანწლის ნაყენი.მაგიდაზე ვარდისფერი რკალი,მე რამდენჯერ სიკვდილს იქით გავყევი,მან კი, ყველგან მომიხურა კარი.სხვა რა გითხრა! ყველა გზასთან ვიომე,ახლა მხოლოდ საკუთარ თავს ვებრძვი,არ ყოფილა არაფერი იოლიდა მით უფრო _ ვარსკვლავების ძებნა...

ტყეშელაშვილი სოფიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი