პოეზია · ლირიკა
*** "სახლის საძირკველი მოშალეს"
სახლის საძირკველი მოშალეს,არავინ არ იყო მართალი,კაბის გულისპირზე შროშანებსქარგავდნენ მიმინოს თვალთვალით.მერე ის თვალთვალიც აჯავრეს,ჰაერი ისარმა გაჰკვეთა,საფირთა სიკვდილი მაჯაზე,სიცრუე უძველეს სარკეთა.სურვილი გაბაცდა წამებით,საათებს შევრჩი და ვაძაგე,მომხიბლა, მოვხიბლე, წავედით,ცალ-ცალკე წავედით, ცალ-ცალკე.