↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2012-09-121 წთ საკითხავი106463 ნახვა

—
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!როგორც ნაწვიმარ სილში ვარდი,ჩემი ცხოვრება გზა სიზმარიადა შორეული ცის სილაჟვარდე.
შემოიღამებს მთის ნაპრალები,და თუ როგორმე ისევ გათენდა -ღამენათევი და ნამთვრალევი,დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!
ღამენათევი და ნამთვრალევიმე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,შემოიჭრება სიონში სხივიდა ტეტრ ოლარებს ააელვარებს.
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედიგედი დაჭრილი ოცნების ბაღით!შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედისდაღლილ ხელებით წამებულ სახით.
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,წინათ რომ ფეტქდნენ ცვრებით, იებით -ღამენათევი და ნამთვრალევისავსეა ცრემლთა შურისძიებით!
დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?შენს მოლოდინში ასეა ყველა?სული, ვედრებით განაოცები,შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.
სად არის ჩემთვუს სამაგიერო?საბედნიერო სად არის სული?ვით სამოთხიდან ალიგიერი,მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!
და როცა ბედით დაწყევლილ გზაზესიკვდილის ლანდი მომეჩვენება,განსასვენებელ ზიარებაზეჩემტან არ მოვა შენი ხსენება!
დავიკრეფ ხელებს და გრიგალივითგამაქანებენ სწრაფი ცხენები!ღამენათევი და ნამთვრალებიჩემს სამარეში ჩევესვენები.
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,ჩემი ცხოვრება გზა სიზმარიადა შორეული ცის სილაჟვარდე.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი