↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გასეირნება

ბუაჩიძე ანდრო

2026-07-181 წთ საკითხავი1477 ნახვა

—
მითხარი, როგორ უნდა ვიაროთაქ, ამ ფერდობზე, მე და შენ ერთად
და ვარსკვლავების ვიყოთ ზიარიდა მე მამა და შენ შვილი გერქვას.
აქ, ამ ფერდობზე, სადაც ნაძვებიდგანან და გვრჩება ნაფეხურები,სადაც საღამოს ჩრდილი დაწვებადა ჩვენ ორივეს წაგვეხურება.
აქ, ამ ფერდობზე, მე და შენ ერთად,და ამ ცოდვების ვიყოთ ზიარიდა მე მამა და შენ შვილი გერქვას,რომ ვაგრძელებდეთ ასე სიარულს.
უნდა მიკვირდეს, რომ შენ აქამდეარ არსებობდი, არ მყავდი გვერდით,და თუ ორნი ვართ, მე ხელს გაკარებდა მიკვირს, როგორ ვიყავი ერთი...

ბუაჩიძე ანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი